თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი - მოწვეული პერსონალი
ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

მინიჭებული აქვს ეკონომისტის კვალიფიკაცია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ასევე მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი) თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით 1992 წლის ივნისიდან. ამავე პერიოდიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, არის რამდენიმე სახელმძღვანელოს,  მრავალი სამეცნიერო სტატიისა და მოხსენების ავტორი და თანაავტორი, არის რამდენიმე სამეცნიერო გრანტისა და პროექტის მონაწილე. კითხულობს ლექციებს თბილისის  ივ. ჯავახიშვილის სახელობისსახელმწიფო უნივერსიტეტში, გურამ თავართქილაძისა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტებში. 2007 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

 

1989  წელს დაამთავრა მოსკოვის გ.ვ. პლეხანოვის  სახ. სახალხო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი. 1994 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინტერბიზნეს აკადემია, პერსონალის მართვის რეგიონთაშორისო აკადემია. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში უფროს მასწავლებლად. აქვს მენეჯერად მუშაობის სამსახურებრივი გამოცდილება, კერძოდ, 2007-2012  წლებში იყო შპს „საქმეორეული“-ს  დირექტორი (ერთპიროვნული მმართველი). 2012 წლიდან არის საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი.

 

ქეთევან კოკაია ფლობს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიურ ხარისხს, რომელიც გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან. 1996წ. წარჩინების დიპლომით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი "საბუღალტრო აღრიცხვა, კონტროლი და აუდიტის“ სპეციალობით.  1997წ. ჩაირიცხა ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 2002წ. დაიცვა დისერტაცია. 1997წლიდან - 2016წლამდე მუშაობს სსიპ სოხუმის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორად და ასევე თბილისის ჰუმანიტარულ სასაწავლო უნივერსიტეტში 2012 წლიდან. ქეთევან კოკაია მრავალი პუბლიკაციის და ნაშრომის ავტორია.

 

მინიჭებული აქვს ეკონომისტის კვალიფიკაცია სტატისტიკის სპეციალობით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო, 1997წ.) მიერ; აგრეთვე ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი (2012წ.) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სადისერტაციო  საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.  2011-2015 წწ. მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (ეროვნული ანგარიშების სამმართველოში). 2004-2015 წწ. იყო სხვადასხვა პროექტების და სამეციერო გრანტების მონაწილე. 1997 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; არის 8 სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა და 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.


 
სასარგებლო ბმულები