ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით. 2011 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. მოწვეული ლექტორის სტატუსით მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იკავებდა ასოცირებული პროფესორის თანამდებობას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. იგი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა გერმანიაში, კერძოდ, ბრემენის, ზაარლანდის, ბერლინის ტექნიკურ და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების (DAAD), ასევე Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში. გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო სტატია, არის 1 მონოგრაფიის ავტორი და 2 წიგნის თანაავტორი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების  ს/კ  ინსტიტუტის (თბილისი 2002 წელი) მიერ. 1995-2003 წლებში მუშაობდა ვ. მელქაძის სახელობის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების პროფესორად. ოთხი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს და სამოცდაორზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი; არის ჟურნალ „გადასახადების“ რედაქტორი;  მონაწილეობა აქვს მიღებული ექსპერტ-ეკონომისტად საგრანტო პროგრამაში „მცირე ბიზნესის განვითარება“ EED - გერმანია, ბონი და 2009 წელს საგრანტო პროგრამის „სიღარიბის დაძლევის გზები“  მეთოდური სახელმძღვანელოს  ავტორი.

 

თამარ ბუკია-ვერულაშვილმა 1979 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1982 წლიდან კითხულობდა ლექციებს. 1989 წელს დაიცვა დისერტაცია მოსკოვში. 1990 წელს მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. 1998 წლიდან კითხულობს ლექციებს ტურიზმის მიმართულებით. 2003 წელს გაიარა მასწავლებელთა სოციალური რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ფონდის მასწავლებელთა გადასამზადებელი კურსები ტურიზმის მენეჯერის სპეციალობით. 2006 წლიდან დღემდე არის სრული პროფესორი ტურიზმის მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში (კვიპროსი, საქართველო). არის 55-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი და ორი სახელმძღვანელოს თანაავტორი. მათ შორის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი - ტურიზმის მიმართულებითაა შესრულებული. ამჟამად არის შპს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ტურიზმის მიმართულებით.

 

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2003 წელს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2013 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 1994-2016 წწ. უძღვება სალექციო კურსებს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში.


ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, წარჩინებით დაამთავრა სოხუმის აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით;  1986 წელს  დაიცვა თბილისში დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 2002 წელს მოსკოვში  დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 2003 წლიდან არის პროფესორი. მონაწილეობა მიღებული აქვს  მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში(გერმანია, რუსეთი, ბელგია, საქართველო). 1992-2004 წლებში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის, ფინანსთა და ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრია. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ლექციებს კითხულობს 1984 წლიდან, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წლიდან ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის,  მათ შორის 3 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი სხვადასხვა ენებზე; იყო ექსპერტი საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამისა ეკონომიკისა და სამართლის ცენტრში ჰანოვერში (გერმანია) 2004-2006 წლებში. არის სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელძღვანელოების რეცენზენტი; სტუდენტთა სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების ხელმძღვანელი და რეცენზენტი;  2004-2005 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიარა ტრენინგები და იყო აკრედიტაციის საბჭოს საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2010-2012 წლებში თბილისის უნივერსიტეტში „მეტეხი“ სადისერტაციო საბჭოს წევრია; არის რამოდენიმე სადოქტორო ნაშრომის ოფიციალური ოპონენტი, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის  ორდენით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით. არჩეულია საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.  

 
 
სასარგებლო ბმულები