თამარ მოსიძე

თამარ მოსიძე

პროფესორი

2005 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. დაიცვა დისერტაცია თემაზე „ფილტვის დაზიანების მორფოგენეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს“. ეწვა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2006 წლიდან დღემდე  მუშაობს პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში  ასოცირებულ პროფესორად; 2007 წლიდან დღემდე „დედათა და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში“ იკავებს ექიმი-მორფოლოგის თანამდებობას. 2009 წლიდან მუშაობს შპს „ჯანმრთელობის ცენტრის“ ციტოლოგიური და მორფოლოგიური განყოფილების გამგედ. 2009-2011 წლებში იყო თბილისი დ. აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის ჯანდაცვის და სოც. უზრუნველყოფის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. არის არაერთი სახელმწიფო სერთიფიკატის მფლობელი და 10-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2010 წლიდან არის სქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის წევრი. 2012 წლიდან დღემდე  იმყოფება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის  პროფესორად.