მაია მელაძე

მაია მელაძე

ასოცირებული პროფესორი

მინიჭებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი (სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ტურისტული პროდუქტის ფორმირების თავისებურებანი საქართველოში“). 2006-2011 წლებში მუშაობდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის კათედრის ასისტენტ-პროფესორად და მოწვეულ პროფესორად. 2006 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასაქონლო ექსპერტიზის, კომერციისა და ტურიზმის ბიზნესის კათედრის მასწავლებლად. 2010 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორი. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრეინინგ და სასწავლო კურსებში, როგორც კონსულტანტი მონაწილეობდა რამდენიმე საგრანტო პროექტში. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 3 სალექციო კურსი.