სოფიკო ჯვარშეიშვილი

სოფიკო ჯვარშეიშვილი

მოწვეული ლექტორი

სოფიკო ჯვარშეიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი. 2001 წელს დაამთავრა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის მიმართულებით. 2007 წლიდან დღემდე უძღვება სალექციო კურსებს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. მათ შორის იყო თსუ-ის მაკროეკონომიკის კათედრის მოწვეული პედაგოგი. სოფიკო ჯვარშეიშვილს მიღებული აქვს არაერთი გრანტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს პლუსის“ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში. იგი სხვადასხვა დროს მიწვეული იყო გერმანიის (კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა), საფრანგეთის (ლილის კათოლიკურ) და თურქეთის (აფიონ ქოჩათეფეს) უნივერსიტეტებში ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტებზე ლექციების წასაკითხად. 2011-2017 წლებში, იგი იყო ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის (გერმანია) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „საერთაშორისო საწარმოთა მართვა“ მენეჯერი. მას მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი.