ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

განცხადებები
 
სიახლეები
 
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი:

 
#ჩვენარვითვლითქრომოსომებს #სიყვარულისთვისშექმნილიადამიანები

#ჩვენარვითვლითქრომოსომებს #სიყვარულისთვისშექმნილიადამიანები

21 მარ­ტი შემ­თხ­ვე­ვით არ არის შერ­ჩე­უ­ლი — და­უ­ნის სინ­დ­რო­მი ეწო­და მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ­ლის დრო­საც, 46 ქრო­მო­სო­მის ნაც­ვ­ლად, გვხვდე­ბა 47 ქრო­მო­სო­მი 21-ე წყვილ­ში, რა­საც 21-ე წყვი­ლის ტრი­სო­მია ეწო­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რიცხ­ვი — 21 — შერ­ჩე­უ­ლია 21-ე ქრო­მო­სო­მის სიმ­ბო­ლოდ, ხო­ლო წე­ლი­წა­დის მე-3 თვე, მარ­ტი — ტრი­სო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნის. არც ჭრე­ლი წინ­დე­ბია და­უ­ნის სინ­დ­რო­მის შემ­თხ­ვე­ვი­თი სიმ­ბო­ლო — წინ­და ქრო­მო­სო­მის ფორ­მას მოგ­ვა­გო­ნებს. მთელ მსოფლიოში სიმბოლურად ადამიანები ზოლიან წინდებს იცვამენ. ამ აქციით მსოფლიო გამოხატავს სოლიდარობას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ.

 
კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

 
კორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა!

კორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა!

კორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა!

 
სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ! კორონავირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ საწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერდება დროებით 4 მარტიდან 10 მარტამდე. Вниманию студентов и преподавателей! В целях предотвращения возможного распространения коронавирусной инфекции, учебный процесс в Тбилисском Гуманитарном Университете будет приостановлен с 4 по 10 марта.

 
2020 წლის 19 მარტს 15:00 საათზე თჰუს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება პროექტი „ჩვენი ჯარი“

2020 წლის 19 მარტს 15:00 საათზე თჰუს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება პროექტი „ჩვენი ჯარი“

2020 წლის 19 მარტს 15:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების ორგანიზებული პროექტი „ჩვენი ჯარი“ რომელიც 2018 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია ახალგაზრდობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები. სტუდენტებს წარუდგენენ პრეზენტაციას საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ.

 
ახალგაზრდული  ფორუმი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ - მეორე დღე

ახალგაზრდული ფორუმი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ - მეორე დღე

➡ თბილისის მუნიციპლიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ათეა-სა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ქალაქ ბათუმის მუნიციპლიტეტის მერიისა და სსიპ „ახალგაზდრობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით, ბათუმში გამართული ორდღიანი ახალგაზრდული ფორუმი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ დასრულდა. ➡ შეხვედრის მეორე დღე სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დელეგატებმა და სტუდენტებმა მუნიციპალური სტუდენტური პროექტები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს. ღონისძიების დასასრულს კი, შემუშავდა ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც ფორუმის ორგანიზატორის, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიისიის თავმჯდომარის - გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი და უზრუნველყოფილი. ➡ რეკომენდაციები სტუდენტებისა და ახალგაზრდების მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მაქსიმალურ ჩართულობას და მათ მხარდაჭერას გულისხმობს. დელეგეტებმა, ასევე, დაგეგმეს ცენტრალური პროექტი. რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში კამპანიური ფორმატით განხორციელდება. ➡ ფორუმის ფარგლებში გამოკვეთილი საუკეთესო ინიციტივების შესახებ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ათეა ყოველთვის დაუჭერს მხარს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას. ➡ ღონისძიების მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტვით მიმართა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ. გენადი მარგველაშვილმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, დელეგატებსა და სტუდენტებს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით სიახლეები გააცნო და წარმატებები უსურვა. ➡ აღნიშნული ღონისძიება, 21 თებერვალს, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, ასევე ფორუმის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გახსნეს. მათ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, დელეგატებსა და სტუდენტებს წარმატებები უსურვეს და აღნიშნეს, რომ ანალოგიური ღონისძიებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებას. ➡ ახალგაზრდული ფორუმი, 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისში დაფუძნდა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ➡ ორდღიან ღონისძიებაში, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრებმა და სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი გიგა ზოიძე.

 
ახალგაზრდული ფორუმი - ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის

ახალგაზრდული ფორუმი - ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის

➡ ქალაქ ბათუმში ახალგაზრდული ფორუმის, "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის", ფარგლებში თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა და სამუშაო გუნდმა წარადგინეს გუნდის მიერ მომზადებული საპროექტო იდეა, რომელმაც გაიმარჯვა დანარჩენ 6 პროექტს შორის… ➡ მასთანავე, მიიღეს რეზოლუცია, სადაც წარადგინეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტური საცხოვრებლების გაკეთების თაობაზე, რომელსაც მხარი დაუჭირეს ფორუმში მონაწილე 64-ივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტებმა. რეზოლუციაში შეიტანეს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ახალგაზრდების განვითარებისთვის. #ახალგაზრდულიფორუმი #ახალიიდეები #ერთად #შევქმნათ #მეტი #ღირებულება

 
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საბაკალავარო ნაშრომების დაცვა

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საბაკალავარო ნაშრომების დაცვა

2020 წლის 8 თებერვალს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე შედგა 2019-2020 წლის საშემოდგომო სემესტრის სტუდენტთა საბაკალავარო ნაშრომების დაცვა. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს და წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სასარგებლო ბმულები