ირმა დიხამინჯია

ირმა დიხამინჯია

პროფესორი

ეკონომიკის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2011 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი. 2011-2020 წწ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2020 წლიდან დღემდე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. 1995-2003 წწ. მუშაობდა მასწავლებლად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1997-2003 წწ. მუშაობდა ვ. ადვაძის სახელობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად. 2004 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ვ. ადვაძის სახელობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 2009 წლიდან დღემდე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. კვლევის სფეროებია - ორგანიზაციული ცვლილებების მართვის საკითხები, ლიდერობის მენეჯმენტისა და ორგანიზაციების განვითარების სტრატეგიების კვლევა. არის 70 მდე სამეცნიერო შრომების, მათ შორის 5 მონოგრაფიის ავტორი.