გივი მაკალათია
ასოცირებული პროფესორი
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსი სპეციალისტი. 2012 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით. შემდგომ 2014 წელს ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი მაკროეკონომიკის განხრით. 2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიიღო ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გავლილი აქვს ფინანსთა სამინისტროში სტაჟირება, მუშაობდა საქართველოს ბანკში, შემდგომ იტალიაში (უდინე) გაზისა და ელქტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებში (“ENEl” SPA, “MADE IN ENERGY” SPA). 2017 წლიდან საქმიანობას აგრძელებს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე. ევროპულ ქვეყნებში გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ კურსები (პორტუგალია, იტალია და სხვა). აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს 10 მდე სამეცნიერო სტატია.