ანა გვარამაძე

ანა გვარამაძე

ასისტენტი

2010 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2013 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ტურიზმში. სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო დაწესებულებებში პედაგოგიური მიმართულებით. ამასთან იგი იკავებდა მოწვეული ლექტორის პოზიციას ბიზნეს ინგლისურის და აკადემიური ინგლისურის მიმართულებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. 2019 წლიდან დღემდე არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, სემინარი და ვებინარი. მონაწილეობა აქვს მიღებული  კონფერენციებში. 2020 წლიდან არის ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. 2021 წლიდან ანა გვარამაძე არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისიტეტის აფილირებული ასისტენტი ტურიზმის მიმართულებით.