ელენე გერმანოზაშვილი

ელენე გერმანოზაშვილი

2009–2013 წლებში სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე (სამართლის ბაკალავრი). თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 2013 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრატურაში (სამართლის მაგისტრი). 2015 წელს ჩაირიცხა სდასუ-ს სამართლის სადოქტორო პროგრამაზე და ამჟამად არის დოქტორანტი. 2015 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს მთავარი სპეციალისტის (იურისტი) თანამდებობაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადახვა სახის ტრენინგებში და კონფერენციებში.