მარიამ ბოჭორიშვილი

მარიამ ბოჭორიშვილი

2009 წელს ჩაირიცხა და 2013 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, ხოლო 2015 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ამავე წელს ჩაირიცხა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის კურსები და ტრენინგები; 2013 წელს იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირებისა და სამართლებრივი დეპარტამენტების ასისტენტი; 2015 წელს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და ამ დროიდან არის ადვოკატის თანაშემწე. 2016 წლის ივნისიდან მუშაობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ასისტენტად.