
ქეთევან ყუფარაძე
2010 წელს ჩაირიცხა და 2014 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 2014-2015 წლებში მუშაობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხონის სამოქალაქო რეესტრში სპეციალისტის პოზიციაზე. 2015 წელს დაინიშნა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ. 2016 წელს დაინიშნა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსად. 2016 წელს გაიარა ონლაინ სასწავლო პროგრამა „თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლები“ და მიენიჭა ოქროს სერთიფიკატი. 2016 წელს მიღებული აქვს მადლობის სიგელი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამაში თანაშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და სემინარებში.