თამარ ადეიშვილი

თამარ ადეიშვილი

მოწვეული ლექტორი

2011 წელს - დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრის კვალიფიკაციით. 2017 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2007-2011 წწ. ქუთაისის ეპილეფსიისა და პრევენციის ცენტრის ნეიროფსიქოლოგი და №3 ბავშვთა პოლიკნინიკის ნევროლოგიის განყოფილების ბავშვთა ფსიქოლოგი. 2011 წლის მარტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი. 2013 წლიდან დღემდე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2021 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის (თჰუს) მოწვეული პროფესორი. კვლევის სფეროებია - ლიდერობის ფსიქოლოგია, მცირე სოციალური ჯგუფები. არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 1მონოგრაფიის ავტორი.