მედეა ჭელიძე
პროფესორი
ეკონომიკის დოქტორი. 2002 წლის მაისში მოიპოვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2011 წლიდან), აგრეთვე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ლექციებს კითხულობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრ-აკადემიკოსი, სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, სახელმძღვანელოების და მონოგრაფიის რეცენზენტი, სადოქტორო დისერტაციების რეცენზენტი, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელი, სტუდენტთა საკონფერენციო ნაშრომების ხელმძღვანელი, კონფერენციების სამეცნიერო საბჭოს, სარედაქციო საბჭოსა და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე, საგრანტო კვლევითი პროექტის მონაწილე, სილაბუსების ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, არის 1 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი, აგრეთვე 7 სახელმძღვანელოს 2 მონოგრაფიის თანაავტორი.