11.04.2021
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2021 წლის 16-17 მაისს ჩატარდება სემინარი თემაზე: ანალიზური ქრომატოგრაფიის (გაზური და მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია) საფუძვლები და პრაქტიკული ასპექტები
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2021 წლის 16-17 მაისს ჩატარდება სემინარი თემაზე: ანალიზური ქრომატოგრაფიის (გაზური და მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია) საფუძვლები და პრაქტიკული ასპექტები
სემინარს ჩაატარებს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის
ასოც. პროფესორი - იმედა რუბაშვილი
ჩატარების თარიღი: 16-17 მაისი, 2021 წ.
სემინარის ხანგძლივობა: 12 სთ
პროგრამა
· ქრომატოგრაფიის არსი. ქრომატოგრაფიის თეორიული საფუძვლები. შეკავებისა და დაყოფის მახასიათებლები. ქრომატოგრაფიის ტერმინოლოგია. ქრომატოგრაფიული მეთოდების კლასიფიკაცია.
· გაზური ქრომატოგრაფია (GC). გაზ-ქრომატოგრაფიული მეთოდები. გაზური ქრომატოგრაფი და მუშაობის პრინციპი. აირ-მატარებელი, მყარი სარჩული, სტაციონალური ფაზები, სვეტები და დეტექტორები გაზურ ქრომატოგრაფიაში. გაზური ქრომატოგრაფია შეუღლებული მას-სპექტრომეტრიასთან (GC-MS). გაზური ქრომატოგრაფიის პრაქტიკული ასპექტები.
· სითხური ქრომატოგრაფია (LC). მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია (HPLC). სითხური ქრომატოგრაფი და მუშაობის პრინციპი. მოძრავი და სტაციონალური ფაზები, გამხსნელები, სვეტები და დეტექტორები მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში. სითხური ქრომატოგრაფია შეუღლებული მას-სპექტრომეტრიასთან (LC-MS). ულტრამაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია (UHPLC). სითხური ქრომატოგრაფიის პრაქტიკული ასპექტები.
· ქრომატოგრაფიული დაყოფის ოპტიმიზაცია და მოქმედი ფაქტორების მიმოხილვა. ქრომატოგრაფიული მეთოდების შემუშავება და ოპტიმიზაცია. მეთოდების ვალიდაცია. კარგი ქრომატოგრაფიული პრაქტიკა (HCP). პრაქტიკული სამუშაო.
· თვისებითი და რაოდენობრივი ქრომატოგრაფიული ანალიზის მეთოდოლოგია. ქრომატოგრაფიული ანალიზის პრაქტიკული სამუშაო.
· ქრომატოგრაფიული ანალიზთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
სემინარზე დასწრების მზურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია
მობ. 558108069 მარიკა შავლაყაძე
e mail - marishavlakadze@gmail.com
მსგავსი განცხადებები
V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი (შეხსენება)
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 2 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია....
ვრცლადორდღიანი ტრენინგი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის!
„სწავლების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“ „შეფასების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“...
ვრცლად