პირველად საქართველოში: SAP-ის სერტიფიცირებული ტრენინგი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისათვის (SAP® S/4HANA ბიზნეს პროცესების ინტეგრაციის (TS410) კურსი) 05.07.2024

პირველად საქართველოში: SAP-ის სერტიფიცირებული ტრენინგი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისათვის (SAP® S/4HANA ბიზნეს პროცესების ინტეგრაციის (TS410) კურსი)

 

 აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ტარდება SAP-ის სერტიფიცირებული ტრენინგი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისათვის.

SAP® არის საწარმოს პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერი, რომელიც ეხმარება კომპანიებსა და მთავრობებს მსოფლიოს მასშტაბით კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ბიზნეს ოპერაციების ეფექტურობის ზრდაში.

დღეისათვის, SAP®-ს ჰყავს 335.000-ზე მეტი მომხმარებელი, მათ შორის მრავალი მსხვილი კორპორაციები და Dax-კომპანიები. SAP®-ს იყენებს დაახლოებით 12 მილიონი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში.

SAP® S/4HANA ბიზნეს პროცესების ინტეგრაციის (TS410) კურსი არის 8 დღიანი ტრენინგი, სადაც მონაწილეები სწავლობენ საწარმოში ინტეგრირებულ ბიზნეს პროცესებს.

  • SAP ისტორია, საფუძვლები (დღე 1)

  • გარე და შიდა აღრიცხვა, ჩაშენებული ანალიტიკა (დღე 2 და 3)

  • შესყიდვა (დღე 4)

  • წარმოების დაგეგმვა და კონტროლი (დღე 5)

  • გაყიდვები (დღე 6)

  • ადამიანური გამოცდილების მენეჯმენტი (დღე 7)

  • პროექტის სისტემები (დღე 8)

  • საწარმოთა აქტივების მენეჯმენტი (დღე 8)

ტრენერი: Ernst Schulten (ერნსტ შულთენი) - SAP® S/4HANA-ს სერტიფიცირებული ტრენერი, რომელიც უძღვება 150-ზე მეტ კურსს უნივერსიტეტებსა და კომპანიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ფინეთსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და პირისპირ)

ჩატარების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 

ჩატარების დრო: 14.09.2024-დან 21.09.2024-ის ჩათვლით, 10.00 სთ-დან 15 საათამდე.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფები: ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულება: საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და დამსაქმებლები. 

სამუშაო ენა: ინგლისური

ტრენინგში მონაწილეობის მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე ბ1 დონეზე.

ტრენინგის საფასური: მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უფასოა. სხვა პირთათვის მონაწილეობის საფასური შეადგენს 300 ლარს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ივლისი, 2024

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/vDE43Jp9Q7ebAEFL6

ტრენინგის დასასრულს ჩატარდება ტესტირება და გაიცემა სერტიფიკატი.

მსგავსი სიახლეები

ლექცია–მასტერკლასი პრაქტიკულ ენდოდონტიაში 26.10.2018

ლექცია–მასტერკლასი პრაქტიკულ ენდოდონტიაში

20-21 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო  უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და ლე...

ვრცლად
უნივერისტეტმა 1000 ლარი დააფინანსა სამართლის მეცნიერთა კავშირის ჟურნალის სამართლის მაცნის მეორე ნომერი 08.11.2020

უნივერისტეტმა 1000 ლარი დააფინანსა სამართლის მეცნიერთა კავშირის ჟურნალის სამართლის მაცნის მეორე ნომერი

უნივერისტეტმა 1000 ლარი დააფიანსა ააიპ სამართლის მეცნიერთა კავშირს ჟურნალის „სამართლის მაცნის“...

ვრცლად
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. დოქტ. ნონა გელიტაშვილის და მოწვეული ლექტორის - სოფიკო ჯვარშეიშვილის წარმატებული მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში 13.06.2021