საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-20 საიუბილეო საერთაშორისო კონგრესი!
2024 წლის 12-13 ივლისს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, ქ. ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში’’ რიგით მე-20 საიუბილეო საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა.
კონგრესში მონაწილეობდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი ილონა საყვარელიძე, დეკანის მოადგილე ნინო აბაიშვილი და ამავე ფაკულტეტის სტუდენტი საბა ფოფხაძე. კონგრესის მონაწილეთა დაფინანსება უზრუნველყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ.
დასასრულს, კონგრესის მონაწილეებს გადაეცათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატები.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია თემაზე: „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“
2020 წლის 12 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემ...
ვრცლად
