სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე www.hr.gov.ge -ის ვებგვერდის მეშვეობით 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. 04.08.2024

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე www.hr.gov.ge -ის ვებგვერდის მეშვეობით 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.

სტაჟიორად შეიძლება მიღებული იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; ან სწავლობს მაგისტრატურის საფეხურზე; ან დასრულებული აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს. ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად და სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კანდიდატს არ ევალება საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ცნობის ან ქულათა მაჩვენებლის გამოთხოვა და ატვირთვა.

აუცილებელია, კანდიდატმა მიუთითოს საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და მისი GPA ან/და ქულათა მაჩვენებელი. აღნიშნულ ინფორმაციას აპლიკანტის თანხმობის საფუძველზე, მის მიერ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი საჯარო უწყება გამოითხოვს. მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, მოუწევს კანდიდატს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა.

სტაჟირების მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, სამოტივაციო წერილი და ინფორმაცია სწავლის ეტაპის ან დასრულების და აკადემიური მოსწრების შესახებ. ამასთან, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვოს შესაბამისი განათლების და აკადემიური მოსწრების ინფორმაცია/დოკუმენტები.

კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება - საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შეაფასებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია.

საჯარო დაწესებულებების მასშტაბით 4-თვიან სტაჟირებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან 3000-მდე მსურველი გაივლის.

კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების ბმული - https://hr.gov.ge/?vacancyNum=47

მსგავსი სიახლეები

სემინარი: კვლევითი პროექტების დაგეგმვა, კვლევის კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია 03.07.2021

სემინარი: კვლევითი პროექტების დაგეგმვა, კვლევის კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია

2021 წლის 2 ივლისს, THU-ში აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევის კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის საკი...

ვრცლად
ტრენინგი თემაზე „კვლევის მეთოდები მედიცინაში“ 02.04.2019

ტრენინგი თემაზე „კვლევის მეთოდები მედიცინაში“

2019 წლის 5 აპრილს 11:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის...

ვრცლად
მეექვსე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2018 ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ 06.09.2019

მეექვსე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2018 ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2019 წლის 13-14...

ვრცლად