XIV ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი.  21.05.2025

XIV ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი.

2025 წლის 11 მაისს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX-ის ორგანიზებით, სასტუმრო ჰოლიდეი ინნში, ჩატარდა XIV ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი.  ფორუმში მონაწილეობა მიიღო ათზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტმა და სარეზიდენტო პროგრამის ათეულობით წარმომადგენელმა, რომლებიც წარდგნენ კვლევებითა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შექმნილი თემებით.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის  ჯანდაცვის ფაკულტეტის აფილირებულმა ასისტენტმა, მარიამ სიჭინავამ. ასევე, ფორუმში მონაწილეობდნენ ამავე ფაკულტეტის სტუდენტები: ნინი გოქაძე, თეკლე თორია, სერგო მარტიაშვილი, ანნა როსტიაშვილი, თამუნა ლომიძე.

საქართველოს პაროდონტოლოგთა და იმპლანტოლოგთა ასოციაციის ფავორიტი გახდა თეკლა თორია, რომელსაც გადაეცა წამახალისებელი პრიზი.

ფორუმში მონაწილეობა დაფინანსდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ. დასასრულს, ფორუმის  მონაწილეებს გადაეცათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატები.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება 11.02.2021

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება

გაცნობებთ, რომ ა.წ. 16-19 ნოემბერს საფრანგეთის ლორენის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება 

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 02.07.2018

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებ...

ვრცლად