საზაფხულო სკოლა - კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი 23.06.2018

საზაფხულო სკოლა - კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI/PROLoG) ფინანსური მონაწილეობით და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანაშრომლობით იწვევს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

2018 წლის საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა:

  • კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში;
  • ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი;
  • ადამიანის უფლებათა შეზღუდვის სტანდარტები;
  • სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციური სტანდარტები;
  • ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სტანდარტები;
  • ნარკოტიკული საშუალებების კონტროლის პოლიტიკა.
  •  

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციები ჩატარდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ქ. ბათუმში. საზაფხულო სკოლის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით და განთავსდებიან სასტუმროში „პიაცა ბუტიკი ბათუმი“.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. უცხოელი ლექტორების მონაწილეობით ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

 

საზაფხულო სკოლის  ლექციებს გაუძღვებიან:

  • იან კომარეკი - კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის პროფესორი;
  • რობერტ შაპირო - ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი;
  • რიჩარდ ვოგლერი - სასექსის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი;
  • ჰანს კრომბაგი - სასექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და კრიმინოლოგიის კვლევის ცენტრის პროფესორი;
  • ერინ დელანეი - ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი;
  • ეკჰარდ პახე - ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები;

 

საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

დაინტერესებული კანდიდატი

  • უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული; 
  • თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. 

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას (ინგლისურ ენასა და სამართალში) და გასაუბრებას.

 

დაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ, წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არა უმეტეს 250 სიტყვა) არა უგვიანეს 25 ივნისის 18.00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool2018@constcourt.ge.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 

ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. #16/18,

სასამართლოს აპარატის შენობა

ტელ.: +995 422 276164

ელ. ფოსტა: summerschool2018@ constcourt.ge

მსგავსი სიახლეები

სამი ახალი პროგრამა დამტკიცებულია! 24.06.2017

სამი ახალი პროგრამა დამტკიცებულია!

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 23...

ვრცლად
დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის პროფესორი ჯასტინ პოტერი თჰუ-ში 23.05.2016

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის პროფესორი ჯასტინ პოტერი თჰუ-ში

2016 წლის 21 მაისს 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია დიდი ბრიტანეთის სამეფო სა...

ვრცლად
საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან. 18.02.2025

საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან.

2024 წლის 20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ერო...

ვრცლად