თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ 18.07.2018

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებმაც იურიდიული პრაქტიკა პროექტის - „ჩემი ადვოკატი“ ფარგლებში გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა. 


სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება „ჩემი ადვოკატის“ ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს პრაქტიკული კურსის დასრულება მიულოცა და მომავალ საადვოკატო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საადვოკატო პრაქტიკას სტუდენტები 4 თვის განმავლობაში გადიოდნენ. 


კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ეწარმოებინათ სასამართლო დოკუმენტები და ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით დაეცვათ მოქალაქეთა ინტერესები როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი: ტექნოლოგიების ინტეგრაცია სწავლა-სწავლების პროცესში 06.10.2025

ტრენინგი: ტექნოლოგიების ინტეგრაცია სწავლა-სწავლების პროცესში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის...

ვრცლად
პირველკურსელთა საყურადღებოდ! დაიწყო რეგისტრაცია ექსკურსიასთან დაკავშირებით! 05.10.2019

პირველკურსელთა საყურადღებოდ! დაიწყო რეგისტრაცია ექსკურსიასთან დაკავშირებით!

პირველკურსელთა საყურადღებოდ! დაიწყო რეგისტრაცია ექსკურსიასთან დაკავშირებით! დაინტერესებულმა პირებმა დეტალე...

ვრცლად
სტუდენტური კონფერენცია 2019 07.06.2019

სტუდენტური კონფერენცია 2019

2019 წლის 30 მაისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მ...

ვრცლად