სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესი 29.09.2018

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესი

მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, ყოველწლიურად ლეიდენის უნივერსიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ახორციელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებულ პროცესს (International Criminal Court Moot Court Competition), რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის 70-მდე უნივერსიტეტი.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მომდევნო იმიტირებულ პროცესის ფინალური რაუნდები დაგეგმილია 2019 წლის 3-7 ივნისს, ქ. ჰააგაში, ჰოლანდიაში.

 

თითოეული ქვეყნიდან უნივერსიტეტების გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 1-ელი ნოემბერი.

 

იმიტირებული პროცესის განხორციელების წესები ითვალისწინებს ეროვნული რაუნდის გამართვას თუ ქვეყნიდან რამდენიმე გუნდი გამოთქვამს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის სურვილს.

 

საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის ორგანიზებას ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი და საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი. ღონისძიების მხარდამჭერია იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

 

დანართად გიგზავნით ტურნირის სააპლიკაციო ფორმას, შეჯირბის წესებსა და 2019 წლის ქეისს. საერთაშორისო ტურნირის დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ. გვერდზე: http://iccmoot.com/

 

დამატებით გაცნობებთ, რომ იმიტირებულ პროცესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისათვის ჩაინიშნება ოქტომბერის დასაწყისში. ზუსტ თარიღსა და დროს მოგვიანებით გაცნობებთ.

 

შეკითხვების ან ინფორმაციის დაზუსტებისათვის დაგვიკავშირდით: intlawdep@justice.gov.ge

მსგავსი სიახლეები

თჰუ სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნათ 05.04.2016

თჰუ სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნათ

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებით,

ვრცლად
მაია ბენიას საჯარო ლექცია: ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები 31.03.2022

მაია ბენიას საჯარო ლექცია: ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები

5 აპრილს, 19 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება მაია ბენიას საჯარო ლექცია თემაზე: „ციფრული ე...

ვრცლად
ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ  Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი 08.11.2020

ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი

2020 წლის 11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 21:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და...

ვრცლად