ძვირფასო სტუდენტებო! გაიმართება ქართული კულტურული ღირებულებების მხარდამჭერი ღონისძება!
ძვირფასო სტუდენტებო!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II – ის ლოცვა-კურთხევით ანსამბლი „სამება“ (ხელმძღვანელი: გიორგი სუხიშვილი) აგრძელებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ქართული კულტურული ღირებულებების (განსაკუთრებით, მუსიკალური ტრადიციების) მხარდამჭერი ღონისძიებების გამართვას. ამჯერად, ანსამბლი წარმოგიდგენთ კონცერტს, რომელზეც წარმოჩინდება ქართული მუსიკალური ფოლკლორის მრავალფეროვნება და სიდიადე. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დიდი პატივით უერთდება ამ მნიშვნელოვან წამოწყებას და 2018 წლის 17 დეკემბერს, 14 საათზე, წმ. ბარბარეს სახელობის დღესასწაულზე, უთმობს ანსამბლს თავის საუნივერსიტეტო სივრცეს. კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ სტუდია „ნანა“-ს (ხელმძღვანელი: კომპოზიტორი ნანა დაუშვილი) წარჩინებული აღსაზრდელები. გვეყოლება საპატიო სტუმარიც, პოეტი ნანა ცინცაძე.
დასწრება თავისუფალია.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბატონ გიორგი სუხიშვილს, ქალბატონებს: ნანა დაუშვილსა და ნანა ცინცაძეს მხარდაჭერისათვის.
მსგავსი სიახლეები
პროექტი: პლასტმასის მოსახსნელი პროთეზის ბაზისის სადეზინფექციო საშუალებების შედარებითი დახასიათება
2020 წლის 2 ნოემბერს თჰუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტზე გაიმართა აფილირებული ასისტენტის დოდო მაღრაძის და აფილირებუ...
ვრცლად2021 წლის 1 ნოემბერს გაიმართება ლაშა დავითაძის საჯარო ლექცია
2021 წლის 1 ნოემბერს გაიმართება ლაშა დავითაძის საჯარო ლექცია
ვრცლადფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ყოველწლიურ კონფერენციაში.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო "ევროპის კვლევითი ინსიტუტის ყოველწლიურ...
ვრცლად
