განათლების საერთაშორისო გამოფენა 22-23 თებერვალი
თბილისის ჰუმანიტარულმა სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო 22 და 23 თებერვალს, საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში გამართულ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენაში.
განათლების საერთაშორისო გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით გაიმართა და მასში 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი, მათ შორის: საქართველოდან, ლიტვადან, იტალიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინაიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ უმაღლესი სასწავლებლების წამომადგენლებს, მიეღოთ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, ერთ სივრცეში ენახათ, შეეფასებინათ და შეედარებინათ საგანმანათლებლო პროგრამები, გაეგოთ უფრო მეტი კონტენტის, დაფინანსების წყაროების/შესაძლებლობების და გაცვლითი პროგრამების შესახებ. გამოფენის ფარგლებში, გაიმართა პარალელური ღონისძიებები, საჯარო ლექციების, პრეზენტაციების და პრესკონფერენციების სახით.
მსგავსი სიახლეები
პროექტი: ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა
2020 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა თჰუს ასოცირებლი პროფესორის მარიკა შავლაყაძის პროექტის პრეზენტაცია. პროექტი...
ვრცლადგამოიცა თჰუს სამართლის ფაკულტეტის პროფესორის, თამარ ჩიტოშვილის სამეცნიერო ნაშრომი
გამოიცა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორის,...
ვრცლადთჰუ საახალწლო ღონისძიება 2020
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა...
ვრცლად
