სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში 18.04.2019

სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში

სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში! თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტების ჩართვას და ამით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. 14 აპრილს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბიზნესისა და ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის მოეწყო გასვლითი სასწავლო ტური არმაზში. სტუდენტებთან ერთად ტური დაგეგმა და განახორციელა ტურიზმის პროგრამის მოწვეულმა პროფესორმა მაია მელაძემ და ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ირმა წიკლაურმა. პროექტში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც. ტურის მიზანი იყო თეორიული სასწავლო მასალის პრაქტიკული ანალიზი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის შესწავლა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების მნიშვნელობის გააზრება. სტუდენტებმა მოინახულეს არმაზის ხევის არქეოლოგიური მუზეუმი, სამაროვანი აკლდამები, არმაზის ციხე და არმაზის ღვთისმშობლის სახელობის XII საუკუნის ეკლესია. მსგავსი მარშრუტების დაგეგმვა და განხორციელება სტუდენტებს დაეხმარება პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მათ მომავალ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

ჯანდაცვის ფაკულტეტის ლექტორებისა და სტუდენტებისათვის 17.06.2025

ჯანდაცვის ფაკულტეტის ლექტორებისა და სტუდენტებისათვის

ერასმუს პლიუსის პროგრამის ფარგლებში ბულგარეთის სოფიას სამედიცინო უნივერ...

ვრცლად
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოს ეკონომიკაში: სტატისტიკური ანალიზი 20.12.2021

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოს ეკონომიკაში: სტატისტიკური ანალიზი

საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში, მათ შორის „Research Gate“ - ში გამოქვეყნდა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი...

ვრცლად