ვიზიტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში
2014 წლის 20 მარტს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. სამართლის ფაკულტეტის, პირველ-მეორე კურსის სტუდენტებმა ბიუროში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი დაათვალიერეს. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა სტუდენტებს ლექცია-სემინარი წაუკითხეს და მათ დეპარტამენტის საქმიანობა უფრო დეტალურად გააცნეს. ლექცია ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ლაბორატორიებში ექსპერტებმა რამდენიმე საცდელი ექსპერტიზა სპეციალურად სტუდენტებისათვის ჩაატარეს. ახალგაზრდები ექსპერტიზის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ. ბიუროს ექსპერტებმა სტუდენტებს თითის ანაბეჭდების დადგენის მეთოდები და ყალბი დოკუმენტაციის გამოვლინების მექანიზმებიც აჩვენეს.
მსგავსი სიახლეები
პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მოიპოვა DAAD-ის ფონდის კვლევითი გრანტი
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მოიპოვა გერმანიის აკადემიური...
ვრცლადაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლ...
ვრცლად
