შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან
2019 წლის 2 მაისს, თჰუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ედიშერ გამგონეიშვილმა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამუშაო გეგმა, ბიზნესისა და სამართლის თემატიკაზე. ორგანიზაცია წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს, ატარებს კონფერენციებსა და საჩვენებელ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს სამივე ინსტანციის სასამართლოში და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ახალგაზრდული ორგანიზაცია ურთიერთთანამშრომლობის მიზნით თჰუ-ს სტუდენტებთან გეგმავს სასწავლო-ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა მიმართულებით.
მსგავსი სიახლეები
შეხსენება: სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინური, სამეცნიერო კონფერენცია
არ გამოტოვო, მიიღე მონაწილეობა! 2025 წლის 27 ნოემბერს თბილისის...
ვრცლად
