ტრენინგი: ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები
პარასკევს 13 დეკემბერს 14 საათზე საკონფერენციო დარბაზში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმოამდგენლები ჩაატარებენ ტრენინგს "ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები". მიღებული ინფორმაცია საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაიღრმავონ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევები.
შეხვედრაზე განსახილველი თემებია:
· როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში?
· როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას?
· როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან?
· როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია?
მსგავსი სიახლეები
საკონსულტაციო შეხვედრები - Rustaveli-DAAD
მიმდინარე წლის 5 და 8 აპრილს 13:00 სთ-ზე გაიმართება ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის...
ვრცლადევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო კონკურსი
გაცნობებთ, რომ ევროპული კვლევების საბჭო (ERC) აცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს (Consolidator Grants), რომე...
ვრცლად
