თჰუ-ს ბიბლიოთეკა დასაჩუქრდა ახალი გამოცემებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ
2019 წლის 26 დეკემბერს თჰუ-ს ბიბლიოთეკას ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის გამომცემლობის განყოფილების წარმომადგენლები, რომელთაც თჰუ-ს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს 2019 წლის ახალი გამოცემები. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ეროვნული ბიბლიოთეკის, მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორს ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას, გამომცემლობის განყოფილების უფროსს ქ-ნ ლილი საყვარელიძეს და განყოფილების მეცნიერ თანამშრომელს ქ-ნ თეა შუბითძეს ამ ძვირფასი საჩუქრისთვის.
მსგავსი სიახლეები
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თჰუ-ს მიერ წარდგენილი ტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები დაამტკიცა!
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 25 აგვისტოს სხდომაზე ერთხმად იქნ...
ვრცლად
