ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ კიდევ ერთი ბაზა გაიხსნა 09.04.2020

ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ კიდევ ერთი ბაზა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე განაგრძობს ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის" ბაზების იმ ნაწილის ღია წვდომისთვის გახსნას, რომელიც დღემდე მხოლოდ ინტრანეტული ფორმით იყო ხელმისაწვდომი.

 
აქამდე გახსნილ ბაზებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაემატა. კერძოდ, ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველისთვის ღიად ხელმისაწვდომი გახდა 500  გამოცემა ცალკე კოლექციის სახით, რომელსაც „დიასპორის  ბიბლიოთეკა" ეწოდება. ეს ბაზა უმთავრესად განკუთვნილია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისა და ეთნიკურად საქართველოსთან დაკავშირებული პირებისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზების ინტრანეტულ ნაწილში კი რჩება ის გამოცემები, რომლებზეც საავტორო უფლებები ვრცელდება.
 
ეროვნული ბიბლიოთეკა, შექმნილი ვითარების მიუხედავად, პატივს სცემს ავტორ-გამომცემელთა უფლებებს და მათი გამოცემების ციფრულ ვერსიებს არ დებს ელექტრონული ბაზის გახსნილ ნაწილში. თუ გამომცემელს ან ავტორს სურს საკუთარი გამოცემის ღია წვდომისთვის გახსნა, მან ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის  ეროვნულ ბიბლიოთეკას წერილობით უნდა მიმართოს. 
 
ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში" განთავსებული კოლექცია „დიასპორის ბიბლიოთეკა" იხილეთ ბმულზე: http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/5

მსგავსი სიახლეები

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და კავკასიის რეგიონი 25.05.2021

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და კავკასიის რეგიონი

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის საფეხურის ყველა კურსის სტუდენტს, რომელიც დაინტერესებულია ადგილობრივი და საერთაშორი...

ვრცლად
ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის თემაზე: 07.06.2024

ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის თემაზე:

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2024 წლის 1 და 2 ივნისს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების თანამედროვე მიდგო...

ვრცლად