პროექტი - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე 11.06.2020

პროექტი - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), წარმოგიდგენთ პროექტს:  „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“.

 

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე ნარჩენების მართვა, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

 

ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 ივლისი, 18:00 საათი და უნდა შეადგენდეს 5-7 გვერდს. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 1 გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარი.

 

პატივისცემით,

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური

 

ნარჩენების მართვის თემის კონტექსტი  

ბიომრავალფეროვნების თემის კონტექსტი  

სამედიცინო ნარჩენები და პანდემია, თემის კონტექსტი  

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია - ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები 17.01.2019

საჯარო ლექცია - ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები

2019 წლის 22 იანვარს 12 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერისტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის...

ვრცლად