საჯარო ლექცია თემაზე: „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“
2020 წლის 12 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“.
ლექციას უძღვებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების უფროსი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მრჩეველი - შალვა მხატრიშვილი.
მომხსენებელმა ისაუბრა ფასების სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებზე. ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს, ლოგიკურია იმის განხილვა, ინფლაციის თარგეთირება მართლაც სხვა ალტერნატივებზე უფრო ეფექტური რეჟიმია ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თუ არა. სწორედ ამ საკითხის განხილვას მიეძღვნა აღნიშნული საჯარო ლექცია, მომხსენებელმა მსმენელებს გაუზიარა სხვა ქვეყნების გამოცდილებაც, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
საჯარო ლექცია გაიმართა ონლაინ რეჟიმში Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. ლექციას ესწრებოდნენ თჰუ-ს სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები. ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, ლექციის მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო შეკითხვებს და დისკუსიას.
მსგავსი სიახლეები
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიები 2021
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2021 სასწავლო წლისთვის აფინანსებს 7 სტუდენტს, რომლებსაც სურთ გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე...
ვრცლად
