საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 02.08.2020

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2020 წლის 30 და 31 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. ნაშრომების წარმოდგენა მოხდა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დაცვაზე წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი და რუსულენოვანი საბაკალავრო ნაშრომები, რომელთაც საჯარო დაცვამდე  ყველა სავალდებულო პროცედურა გაიარეს. კომისიის წევრებმა შეაფასეს ნამუშევრების შესრულების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მათ მიერ შესრულებული ნაშრომების კომისიისადმი წარდგენისა და პრეზენტირების უნარები. დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა კურსდამთავრებულებს მიულოცა სწავლის დასრულება და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.

მსგავსი სიახლეები

არ გამოტოვო! ონლაინ სამეცნიერო დისკუსია 20.02.2024

არ გამოტოვო! ონლაინ სამეცნიერო დისკუსია

  2024 წლის 2 მარტს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუ...

ვრცლად
2016-1017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება 13 თებერვალს! 17.02.2017

2016-1017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება 13 თებერვალს!

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2016-1017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება 13 თებერვალს!

ვრცლად