მნიშვნელოვანი სიახლე! 02.10.2020

მნიშვნელოვანი სიახლე!

იურიდიული კვლევის ცენტრი აცხადებს მონაწილეთა ახალი ნაკადის მიღებას ონლაინ კურსზე - „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში“.

კურსს გაუძღვება სამართლის დოქტორი მიხეილ ბიჭია. ტრენერის შესახებ დაწვრილებით იხ.
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014772/

ინტენსიური კურსის ფორმატი:
კურსი მოიცავს ხუთ ონლაინ-ლექციას
თითოეული ლექციის ხანგრძლივობა - 2 საათი
კურსის ჯამური ხანგრძლივობა - 10 საათი

ინტენსიური კურსის მიზნები:
კაზუსის ამოხსნის მეთოდის მნიშვნელობის გააზრება;
ლოგიკური თამიმდევრობის მიხედვით, სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების გამოყენებით არგუმენტირებულად და სტრუქტურირებულად ჰიპოთეტური კაზუსების ამოხსნა;
პრაქტიკული შემთხვევების შესწავლისა და მათი სამართლებრივი კვალიფიკაციის უნარების გამომუშავება;

ინტენსიური კურსის ფარგლებში განსახილველი საკითხები:
კაზუსის არსი;
კაზუსის ამოხსნის მეთოდის მნიშვნელობა სასწავლო პროცესსა და პრაქტიკაში;
საქმის ფაბულის შეფასების მოთხოვნები (რეალისტურად და ობიექტურად შეფასება, ანალიზი კონკრეტული გარემოებების საფუძველზე და საფუძვლიანი მსჯელობა);
საქმის არსებითი და არაარსებითი გარემოებების გამიჯვნა;
კაზუსის ამოხსნის სტრუქტურა: გარე და შიდა სტრუქტურა.
სამართლის ნორმის განმარტების მნიშვნელობა კაზუსის ამოხსნაში;
ნორმის განმარტების სახეები (სიტყვასიტყვითი, ლოგიკური, განმვრცობი...).
კანონის ანალოგიის გამოყენების წინაპირობები;

კაზუსის ამოხსნის გარე სტრუქტურის სტადიები:
მოთხოვნის წარმოშობა,
მოთხოვნის შეწყვეტა,
მოთხოვნის განხორციელებადობა.

კაზუსის ამოხსნის შიდა სტრუქტურა:
ა. ჰიპოთეზა;
ბ. ცნებები და წინაპირობები;
გ. სუბსუმცია;
დ. შედეგი.

სილოგიზმი და კაზუსის ამოხსნა:
ზოგადი და იურიდიული სილოგიზმის არსი;
იურიდიული სილოგიზმი კაზუსის ამოხსნისას.
(ეს არის საკითხების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი...)

კურსის გავლის შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი

ინტენსიური კურსის ბოლო დღეს (ე.ი. მეხუთე სესიაზე) მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით აირჩევენ კაზუსებს, რომლებიც უნდა ამოხსნან ორ აკადემიურ საათში და გადაუგზავნონ ტრენერს.
 

ტრენერი გაეცნობა ნაშრომებს და გამოავლენს 3 საუკეთესოს. (სამივეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი)

გამარჯვების დამადასტურებელი სერტიფიკატები სტუდენტებს დაეხმარებათ სასტიპენდიო პროგრამებში შესაბამისი ქულების დაგროვებაში.

ასევე, ამ სამ საუკეთესო მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური პრიზიც.

სესიების დრო:
12 ოქტომბერი (ორშაბათი): 18:30 სთ.დან - 20:30 სთ.მდე
13 ოქტომბერი (სამშაბათი): 18:30 სთ.დან - 20:30 სთ.მდე
15 ოქტომბერი (ხუთშაბათი): 18:30 სთ.დან - 20:30 სთ.მდე
16 ოქტომბერი (პარასკევი): 18:30 სთ.დან - 20:30 სთ.მდე
18 ოქტომბერი (კვირა): 18:30 სთ.დან - 20:30 სთ.მდე

რეგისტრაცია, ანუ აპლიკაციის შევსება და შემდგომ თანხის გადახდა, წარმოებს 10 ოქტომბრის ჩათვლით.

აპლიკაციის შესავსებად გადადით შემდეგ ბმულზე: http://bit.do/ePh2P (აპლიკაციის შევსების შემდგომ თქვენ დაგიკავშირდებათ ჩვენი კოორდინატორი)

კურსი იწყება 12 ოქტომბერს!
მონაწილეობის საფასური - 90 ლარი.
მიმღების დასახელება: იურიდიული კვლევის ცენტრი.
საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE74BG0000000103240070

დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და კურსის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ნომერზე: 558 52 71 61; 598 12 10 23;
ან მოგვწერეთ ფოსტის მეშვეობით:
legalresearchcenter545@gmail.com

მსგავსი სიახლეები

ნარდისა და ჭადრაკის ტურნირი 16.03.2019

ნარდისა და ჭადრაკის ტურნირი

14 მარტს საქართველოს ნარდისა და ჭადრაკის ეროვნული ფედერაციისა და თბილისის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ო...

ვრცლად
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 13.03.2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

12 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ-სასწავლო უნივერსიტე...

ვრცლად
ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველკურსელების მიერ ინგლისურ ენაში საპრეზენტაციო თემების წარდგენა 13.12.2018

ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველკურსელების მიერ ინგლისურ ენაში საპრეზენტაციო თემების წარდგენა

ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველკურსელების მიერ ინგლისურ ენაში საპრეზენტაციო თემების წარდგენა

ვრცლად