კონკურსი სტუდენტებისთვის - რადიოპროგრამა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დადებითი ცვლილებისთვის 26.09.2016

კონკურსი სტუდენტებისთვის - რადიოპროგრამა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დადებითი ცვლილებისთვის

12 სექტემბრიდან „თავისუფალი ასოციაცია“ სტუდენტებს საინტერესო კონკურსს სთავაზობს. ახალგაზრდებს გადაცემის მომზადება ონლაინრადიო პროგრამის ფარგლებში მოუწევთ, რომელიც საქართველოში „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“, „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ და „სორსფაბრიკის“ მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. 
 

თუ ხარ თბილისის რომელიმე უნივერსიტეტის სტუდენტი (სასურველია, ჟურნალისტიკის მიმართულების) და თვლი, რომ შენთვის მნისვნელოვანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა, ჩაერთე ჩვენს კონკურსში და მიიღე:

I ადგილი - 640 ლარი

II ადგილი - 530 ლარი

III ადგილი - 400 ლარი

საჭიროა:

1. გამოგვიგზავნო შენი რეზიუმე (CV)

2. კითხვაზე პასუხი: თუ რატომ გინდა კონკურსში მონაწილეობა?

3. გადაიღე სელფი შენი უნივერსიტეტის ფონზე, მოგვნიშნე ფეისბუქზე @თავისუფალი ასოციაცია, გამოაქვეყნე შენს გვერდზე, რომ მონაწილეობ ჩვენს კონკურსში და მიიღე დამატებითი ბონუსქულა მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად.

მე-3 პუნქტის შესრულება სავალდებულო არ არის, მხოლოდ ბონუსქულების მოსაპოვებლად. პირველი ორი აუცილებლად უნდა გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე tavisupalia@gmail.com

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი.


რადიოპროგრამა არის ახალგაზრდებზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, საერთაშორისო ონლაინრადიო პლატფორმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანასწორი პირობებით თანამონაწილეობისათვის. Microwav.fm (ონლაინრადიო პროგრამა) მხარს უჭერს ახალგაზრდულ აქტიურ ჯგუფებს, შექმნან დამოუკიდებელი, კრეატიული და ინფორმაციული ონლაინრადიო პროექტები, რომელთა მიზანია დადებითი ცვლილების განხორციელება საკუთარ საზოგადოებასა და მის ფარგლებს გარეთ. სამუშაო პრიორიტეტებია: ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა, დემოკრატიული მმართველობა, მშვიდობიანი თანაარსებობა, ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიისა თუ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის დაუშვებლობა, საზოგადოებისთვის აქტუალური თემების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გენდერის საკითხები, სოციალური თემები, გარემოს საკითხები.

კონკურსით დაინტერესებულ სტუდენტებს სწორედ ზემოჩამოთვლილ პრიორიტეტულ საკითხებზე მოუწევთ გადაცემის მომზადება.

 

მეორე ეტაპისთვის შერჩეული ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგი გადაცემის მომზადების ფორმატზე. გადაცემის ქრონომეტრაჟი 10-15 წუთი უნდა იყოს.

11 ნოემბერს გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც ასევე მოეწყობა კონკურსში ჩართული ახალგაზრდების სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოგამოფენა.


 

საკონტაქტო ინფორმაცია:


 

კონკურსის კოორდინატორი: ეკა მიმინოშვილი

ტელ: 593 96 73 53

ელ.ფოსტა: ekamiminoshvili@gmail.com

კოორდინატორის ასისტენტი: ნინო ტაბაღუა

ტელ: 595 62 00 06

ელ.ფოსტა: nini.tabaghua@gmail.com

მსგავსი სიახლეები

სამართლის საბაკალავრო პროგრამასა და დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით! 08.12.2018

სამართლის საბაკალავრო პროგრამასა და დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით!

სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედი...

ვრცლად
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 23.05.2016

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

19 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და კასპის მუნიციპალიტეტისგამგეობას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმ...

ვრცლად
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა სამართლის ფაკულტეტზე 29.07.2021

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა სამართლის ფაკულტეტზე

2021 წლის 14-23 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, ონლაინ რეჟიმში შედგა  საბაკალავრო ნაშრომებ...

ვრცლად