საინტერესო ონლაინ დისკუსია სამართლის დარგის მეცნიერთათვის
2021 წლის 19 თებერვალს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირისა“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში” (გერმანული მოდელის მაგალითზე).ღონისძიებას ესწრებოდნენ სამართლის დარგის მეცნიერები, მკვლევარები, მოსამართლეები და ნოტარიუსები.
შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ მანჰაიმის უნივერსიტეტის სამოქალაქო, სავაჭრო და საზოგადოებათა სამართლის კათედრის გამგე, პროფესორი კარსტენ შეფერი, გერმანიიდან და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი როინ მიგრიაული, საქართველოდან.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეობდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც.შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია, როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირისა და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდებზე.
მსგავსი სიახლეები
ღია კონკურსის შედეგი
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტურია კადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურს...
ვრცლადV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი (შეხსენება)
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 2 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია....
ვრცლად
