საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის საგრანტო კონკურსი 09.04.2021

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის საგრანტო კონკურსი

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას - ‘‘ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება’’.

პროგრამის მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება. ამისავის GCSD აცხადებს საგრანტო კონკურსს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 100,000 ლარს შეადგენს. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტები.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 7 მაისი, 2021 წელი  (18:00 საათამდე).

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, GCSD-ი გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას: სამშაბათს, 20 აპრილს, 13:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე - gcsd@gcsd.org.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ:  განაცხადების მოთხოვნის ფორმა # 21-001.

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

მსგავსი სიახლეები

საქმისწარმოების პროგრამა eFlow-ს ტრენინგი 24.04.2019

საქმისწარმოების პროგრამა eFlow-ს ტრენინგი

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა...

ვრცლად
ჯანდაცვის ფაკულტეტის ლექტორებისა და სტუდენტებისათვის 17.06.2025

ჯანდაცვის ფაკულტეტის ლექტორებისა და სტუდენტებისათვის

ერასმუს პლიუსის პროგრამის ფარგლებში ბულგარეთის სოფიას სამედიცინო უნივერ...

ვრცლად