ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში 25.04.2021

ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში

2021 წლის 23 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით,  ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში.

მასტერკლასს უძღვებოდა გიორგი რუხაძე, კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ სამთავრობო სექტორის მიმართულების ხელმძღვანელი და კომპანია „George Grey Winery”-ის თანა-დამფუძნებელი. გიორგის პროფესიული გამოცდილება უკვე მრავალი წელია, რაც ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ციფრული ტრანსფორმაციის გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი გიორგი აქტიურად ჩაერთო ქართულ მეღვინეობაში და ბიზნეს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინის ბრენდი - “George Grey Winery”. 

მან  აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა, თუ როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ბიზნესის დასაწყებად,  რა იყო ძირითადი მამოტივირებელი ფაქტორი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად,  რა გამოწვევებთან მოუწია გამკლავება საწყის პერიოდში და საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე.

მასტერკლასის ფორმატიდან გამომდინარე, მოწვეულმა სტუმარმა რჩევები მისცა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ მოტივაცია რთულ პერიოდებში, როგორ მოვიძიოთ იდეები მომავალი ბიზნესისთვის, თუ  როგორ განვსაზღვროთ საბაზრო ნიშა და როგორ შევაფასოთ სწორად ახალი ბიზნესის პოტენციური ბაზარი, გაგვიზიარა წარმატების მიღწევის მთავარი ფორმულა.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა და სხვა დამსწრე პირებმა დასვეს კითვები როგორც მასტერკლასის მსვლელობის პროცესში, ასევე შეხვედრის ბოლოს.  სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში კვლავ მოვიწვიოთ გიორგი რუხაძე, ამჯერად უკვე საუნივერსიტეტო სივრცეში, რათა  დაინტერესებულ ჯგუფებს შესაძლებლობა მიეცეთ, უშუალო კომუნიკაციის დახმარებით, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ბიზნესის რეალური გამოწვევების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას კლინიკურ რეზიდენტურაში! 17.10.2018

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას კლინიკურ რეზიდენტურაში!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას კლინიკურ რეზიდენტურაში!

ვრცლად
საეთაშორისო საინფორმაციო საშუალებაზე წვდომა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გამოყენება 05.06.2021

საეთაშორისო საინფორმაციო საშუალებაზე წვდომა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთაშორისო ელექტრონული რესურსების გამოყენება

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტისა და (ა)იპ "საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017&...

ვრცლად