საჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები
2021 წლის 24 აპრილს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები, Zoom პლატფორმის მეშვეობით. ლექციას უძღვებოდა დალი ბერეკაშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე, ამ სპეციალობის სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში. ფაკულტეტი დიდ მადლობას უხდის ქალბატონ დალის საინტერესო და ინფორმატიული ლექციისთვის. ჰუმანიტარული ფაკულტეტი გეგმავს ახალ, საინტერესო და დარგისათვის აქტუალური ღონისძიებების ჩატარებას ახლო მომავალში.
მსგავსი სიახლეები
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი!
2017 წლის 04 აპრილს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ქ. ბათუმის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,...
ვრცლად
