საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და კანონმდებლობა“
(II ეტაპი)
2021 წლის 4 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები“, რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, არჩილ ლორია.
საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
პროფესორმა, არჩილ ლორიამ ისაუბრა როგორც ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე ძალადობრივი მოპყრობით გამოწვეულ შედეგებზე, რომელიც თანაბრად მტკივნეულია როგორც სხვადასხვა სქესის, ისე ნებისმიერი ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანისთვის, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობისა და ოჯახის კეთილდღეობაზე სავალდებულო ზრუნვის პრინციპებს.
ზემოაღნიშნულმა საკითხმა სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს გაიმართა საჯარო დისკუსია.
მსგავსი სიახლეები
საბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები
საბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები. საჯარო ლექცია გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენ...
ვრცლადპირველკურსელთა საყურადღებოდ!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 09 სექტემბ...
ვრცლადონლაინ ტრენინგი თემაზე - კვლევის შედეგების ანალიზისა და სტატიის მომზადების ასპექტები იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად
პარასკევს 2 ოქტომბერს ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე - კვლევის შედეგების ანალიზისა და სტატიის მომზადების ასპექტები იმპაქტფაქტორიან ჟურნ...
ვრცლად
