28 მაისს 19:00 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე - 1918 წლის 26 მაისი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება
გაცნობებთ, რომ ,,სამოქალაქო განათლების ცენტრისა“ და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2021 წლის 28 მაისს - (19:00 საათზე) გაიმართება ვებინარი (ნაწილი II) თემაზე - ,,1918 წლის 26 მაისი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება.“
ვებინარს წარუძღვება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერთანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, არაერთი სახელმძღვანელოსა და მეცნიერეული ნაშრომის ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი - ოთარ ჯანელიძე.
ვებინარზე დასწრება არის უფასო.
ვებინარზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეზღუდულია.
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული pdf ფორმატის ორენოვანი (ქართული/ინგლისური) სერტიფიკატის გაცემა.
ვებინარი გაიმართება Google Meet-ის მეშვეობით.
ვებინარზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ორგანიზაციის ელ.ფოსტაზე - civiceducationcentre@gmail.com არაუგვიანეს 27 მაისისა.
მსგავსი სიახლეები
სამი ახალი პროგრამა დამტკიცებულია!
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 23...
ვრცლადევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის Horizon Europe (2021-2027) ფარგლებში, ევროპული კვლევების საბჭო აცხადებს პირველ საგრანტო კონკურსს (Starting Grants)
გრანტები განკუთვნილია დამწყები მკვლევრებისთვის, რომელთაც დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან 2-7 წლიანი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გა...
ვრცლად
