საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 31.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“

(II ეტაპი)

2021 წლის 29 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა რეაბილიტაციის რეჟიმში“, რომელსაც უძღვებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი, მერი კეთილაძე.

საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

მერი კეთილაძემ, საინტერესოდ ისაუბრა მოვალის რეაბილიტაციის რეჟიმის მნიშვნელობასა და მიზანზე. რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალის არსებობის აუცილებლობაზე, მის სამართლებრივ მდგომარეობაზე, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებზე. გარდა ამისა, ლექციაზე განხილულ იქნა კანონის უპირატესობები და მის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადებები.

აღნიშნულმა თემატიკამ  მსმენელთა ყურადღება და ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს კი გაიმართა საჯარო დისკუსია.

მსგავსი სიახლეები

გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი: აკადემიურ თანამდებობაზე 28.11.2025

გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი: აკადემიურ თანამდებობაზე

შპს "თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი  ...

ვრცლად
თჰუს პრეზენტაცია 124-ე სკოლაში 18.05.2019

თჰუს პრეზენტაცია 124-ე სკოლაში

თჰუს პრეზენტაცია 124-ე სკოლაში

ვრცლად
2020 სექტემბრიდან შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ღონისძიებები 08.11.2020

2020 სექტემბრიდან შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ღონისძიებები

2020 სექტემბრიდან შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განახორციელდა შემდეგი ღონ...

ვრცლად