სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია 01.06.2021

სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

რეგისტრაცია დაიწყო...

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 2021 წლის 25 ივნისს 10 საათზე გაიმართება სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ  სამეცნიერო კონფერენცია.
►     კონფერენციის მიზანი - სტუდენტთა კვლევითი/ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება/განვითარება 
►     კონფერენცია ემსახურება სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას,  წარმატებული სტუდენტების გამოვლენასა და წახალისებას.
►     კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებს. 

სტუდენტური სამეცნიერო  ნაშრომის შესრულების სტანდარტი: 

სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით, თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და რეზიუმე.

რეზიუმეს  შესრულების წესი:
 
•    რეზიუმეს  მოცულობა 300 სიტყვა;
•    რეზიუმე   უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
•    საკვანძო სიტყვები უნდა ჩაიწეროს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
 
ნაშრომის წარმოდგენის წესი: 
 
ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე, ნაშრომი  წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით.
 
•    სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები მიიღება ქართულ ან ინგლისურ ენებზე;
•    ნაშრომი მოიცავს რეზიუმეს;
•    ნაშრომის მოცულობა გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეზიუმეს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 06-10 ნაბეჭდ გვერდს.
 
სტატიისა  და რეზიუმეს გაფორმების წესი: 
 
•    შრიფტი - Sylfaen;
•    ზომა - 12; 
სტუდენტმა ნაშრომის სატიტულო გვერდზე უნდა მიუთითოს თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, აკადემიური ხარისხი, ხელმძღვანელის სახელი, გვარი - 12;  ძირითადი ტექსტი - 12. 
•    ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა) 
•    ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული ტექსტით (BOLD)
•    ციტირება უნდა განხორციელდეს შემდეგი სტილის დაცვით:

•    წიგნი: ავტორის გვარი, სახელი. წიგნის სახელი, ქალაქი, გამომცემლობა, თარიღი. 
•    სტატია: ავტორის გვარი, რამდენიმე ავტორის შემთხვევაში გამოყოფილი მძიმით, “სტატიის დასახელება,“ ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი (წელი), გვერდი.
•    სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5
•    გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან;
•    თითოეული გვერდი უნდა დაინომროს.

კონფერენციის მონაწილემ სასურველია წარმოადგინოს 15 წუთიანი პრეზენტაცია Power Point-ის პროგრამის გამოყენებით.
 
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას წარუძღვება  ჟიური, რომელიც ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულებს და გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები, ხოლო რეცენზირებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.
 
ონლაინ სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია:

https://docs.google.com/forms/d/1vvzfBwcgkpq9OP0UeCfbrmt_BlFcRBW7HrfWAg4GbFU

საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ვადა და ელექტრონული მისამართი: 

I ეტაპი - 2021 წლის 15 ივნისის ჩათვლით - ელექტრონული რეგისტრაცია
II ეტაპი - 20 ივნისის ჩათვლით- დასრულებული ნაშრომების გამოგზავნა
კონფერენცია 25 ივნისი

ელექტრონულ მისამართზე: lika.chig@yahoo.com

სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ  სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება  25 ივნისს 10 საათზე  ZOOM  პლატფორმის გამოყენებით.

საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 597 54 0046

 
გისურვებთ წარმატებებს

მსგავსი სიახლეები

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 13.03.2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

12 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ-სასწავლო უნივერსიტე...

ვრცლად
ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე - აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში 03.11.2021

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე - აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია „სამართლის მეცნიერთა კავშირი“  2021 წლის 18 ნოემბერს 1...

ვრცლად
თჰუსა და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი 14.05.2021

თჰუსა და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მონაწილე მხა...

ვრცლად