ტრენინგი თემაზე: კარიერის დაგეგმვა და მართვა
2021 წლის 27-31 მაისის ჩათვლით სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „კარიერის დაგეგმვა და მართვა“.
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი - ომარ ტერტერაშვილი.
ტრენინგის ჩატარების მიზანი იყო დაეხმაროს სტუდენტს სამსახურის მოძიებაში, დასაქმებაში. ტრენინგის მსვლელობის დროს განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
• გასაუბრების წესი
• მოლაპარაკების ხელოვნება გასაუბრების დროს
• პიროვნული განვითარება
• სამოტივაციო წერილის შედგენა
• CV ის შედგენა
• საკუთარი პოზოციების ეფეკტურად და კორექტულად წარდგენა
• თვითრწმენის ამაღლება
• სოციალურ ქსელებში პოზიციონირების საკითხები
ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
თჰუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური და
მონაწილე სტუდენტები დიდ მადლობას უხდიან ბატონ ომარს და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წევრებს ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრებისთვის.
მსგავსი სიახლეები
თჰუში ჩატარდა საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის Dentsplay Sirona World ონლაინ-ტრანსლაცია
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის Dentsplay...
ვრცლადკონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკა...
ვრცლადსტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე www.hr.gov.ge -ის ვებგვერდის მეშვეობით 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.
სტაჟიორად შეიძლება მიღებული იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; ან სწავლობს მაგისტრატური...
ვრცლად
