ერთობლივი პროექტი მემორანდუმის  ფარგლებში - კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობის უნარი 15.06.2021

ერთობლივი პროექტი მემორანდუმის ფარგლებში - კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობის უნარი

დისკუსია თემაზე:  
„აბორტი - დანაშაული თუ არჩევანი“?..

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისათვის“ ორგანიზებით 20 ივნისს 14:00 საათზე გამართავს ონლაინ დისკუსიას თემაზე ,,აბორტი - დანაშაული თუ არჩევანი?“
მომხსენებლები:
•    არჩილ ლორია - სამართლის დოქტორი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი
•    დავით კვერნაძე - გორის სახელმწიფო სასწავლოო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი
•    ლია ჭიღლაშვილი - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, აფილირებული პროფესორი
მოდერატორები:
•    ხატია ხაბაშვილი, თემურ კოპაძე - არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორები
აღწერილობა:
აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეები ქალთა ჯანმრთელობისა და არჩევანის თავისუფლებაზე მიუთითებენ, მომხრეები კი ნაყოფის სიცოცხლის უპირატებას უსვამენ ხაზს. მოცემული დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლები, სწორედ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრებენ. დამსწრე პირებს კი საშუალება ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო და აქტუალური კითხვები, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები და განავითარონ კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობის უნარი.
დისკუსიის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.  
მსურველებს  გთხოვთ, მიმდინარე წლის 18 ივნისის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე: https://forms.gle/P9niq6XyFSVxBAmeA 

მსგავსი სიახლეები

საბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები 20.01.2023

საბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები

საბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები. საჯარო ლექცია გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენ...

ვრცლად
ვებინარი: კვლევის შესაძლებლობები ევროპაში 13.02.2021

ვებინარი: კვლევის შესაძლებლობები ევროპაში

ვებინარზე წარმოდგენილი პრეზენტაციები:

ვრცლად