წარმატებული ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესი სამართლის ფაკულტეტზე 21.07.2021

წარმატებული ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესი სამართლის ფაკულტეტზე

2021 წლის 19 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ა(აიპ) საქართველოს იურისტთა ასოციაცია „ახალი იდეისა“  და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, სისხლის სამართლის მიმართულებით.

იმიტირებული სასამართლო პროცესი  შეაჯამა მოსამართლე -  გიორგი ბჟალავამ (სამართლის მაგისტრი, იურისტი, ტრენერი) და მოწვეულმა სტუმრებმა. გამოვლინდა ორი გამარჯვებული მხარე შემდეგი სქემის მიხედვით:    

განაჩენით, გამარჯვებული დაცვის მხარე - გოგა კაკოჩაშვილი, ქეთი ბერიძე, გულჩინა ახმედოვა და ნიკა ძიძიგური (თჰუ-ს სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული)
 
შეფასების სქემის მიხედვით (ქულებით) გამარჯვებული ბრალდების მხარე - მარიამ მაღლაკელიძე, თაკო ბერიძე, გიორგი ხვთისიაშვილი და გიორგი ქევხიშვილი.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უცხადებს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ა(აიპ) საქართველოს იურისტთა ასოციაცია „ახალი იდეასა“  და  იმიტირებული სასამართლო პროცესის თითოეულ მონაწილეს საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

მსგავსი სიახლეები

ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი  17.03.2023

ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი

2023 წლის 31 მარტს თბილისის ჰუმანიტა...

ვრცლად
ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და აკდემიური პერსონალის საყურადღებოდ! 17.05.2021

ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და აკდემიური პერსონალის საყურადღებოდ!

ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობ...

ვრცლად
ვებინარი: კვლევის შესაძლებლობები ევროპაში 13.02.2021

ვებინარი: კვლევის შესაძლებლობები ევროპაში

ვებინარზე წარმოდგენილი პრეზენტაციები:

ვრცლად