საერთაშორისო კონფერენცია (LBIS) თემაზე - განვითარებადი პერსპექტივები სოციალურ მეცნიერებაში 15.09.2021

საერთაშორისო კონფერენცია (LBIS) თემაზე - განვითარებადი პერსპექტივები სოციალურ მეცნიერებაში

2021 წლის 9,10,11 სექტემბერს ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა სამართლის, ბიზნესისა და ინოვაციის კვლევების (LBIS) საერთაშორისო კონფერენცია თემაზე, -  „განვითარებადი პერსპექტივები სოციალურ მეცნიერებაში" (ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთი, გაერთიანებული სამეფო, ლონდონი).

აღნიშნულ ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა თჰუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი.

(LBIS) კონფერენციაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის მეცნიერები და მკვლევარები მსოფლიოს 18 წამყვანი ქვეყნიდან,- სამართლის, ბიზნესისა და ინოვაციების კვლევების მიმართულებით.

სამუშაო ჯგუფები დაყოფილი იყო სექციებად, სფეროების მიხედვით. შეხვედრაზე, მსმენელთა მხრიდან დაისვა არაერთი კრიტიკული შეკითხვა, დისკუსიის ფორმატში კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ახალი  მოსაზრებები და იდეები სოციალური მეცნიერებების პერსპექტიულ განვითარებასთან მიმართებით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსირებულ ჟურნალში, მათ შორის SSCI, ESCI და Scopus– ში.

 

https://lbisconference.com/

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები 24.05.2016

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები

ვრცლად
სამი ახალი პროგრამა დამტკიცებულია! 24.06.2017

სამი ახალი პროგრამა დამტკიცებულია!

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 23...

ვრცლად