ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო  აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში 29.09.2021

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში

2021 წლის 23 სექტემბერს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მეორე ონლაინ სიმპოზიუმში: „ჰიბრიდულ-ციფრული და დასწრებული სწავლების ფორმების წინააღმდეგობის დაძლევის გზები საუნივერსიტეტო და ბიზნეს სფეროებში“ (Symposium „Gestaltung der Netzwerke von Hochschule und Wirtschaft im Spannungsfeld von digital-hybriden und Präsenzveranstaltungen.“ Technische Hochschule Aschaffenburg). 
2020-2021 წლებში კორონავირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია კომპანიებისა და უნივერსიტეტების საქმიანობაში, განხორციელდა ტექნოლოგიური ცვლილებები, რამაც დიდი გავლენა მოახდინა საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო ფორმატებსა და მათი დაგეგმვის გზებზე. მომხსენებლებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები „პირველი ციფრული სტრატეგიის“ და განვითარების სამომავლო ორიენტირების შესახებ. სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებდნენ მიუნხენის, აშაფენბურგის, კილის, ვიურცბურგის, ბაიროითის და სხვა გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლები. საქართველოდან კი - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი.
სიმპოზიუმის ბოლო ნაწილი დაეთმო ვორკშოპებს, რომლის მსვლელობაშიც აქტიურად ჩაერთო პროფ. ნონა გელიტაშვილი. ვორკშოპი წარიმართა დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის ფორმატში. სიმპოზიუმი დასრულდა ვორკშოპებზე მიღებული შედეგების შეჯამებითა და იმ ცოდნის გაზიარებით, რომელიც მონაწილეებმა პანდემიის პერიოდში, ჰიბრიდულ-ციფრული განათლების სფეროში საკუთარი გამოცდილებით დააგროვეს.

მსგავსი სიახლეები

მასტერ კლასი: მოტივაცია და წარმატებული კარიერა 10.06.2019

მასტერ კლასი: მოტივაცია და წარმატებული კარიერა

2019 წლის 8 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარ...

ვრცლად
თჰუ საახალწლო ღონისძიება 2020 15.01.2020

თჰუ საახალწლო ღონისძიება 2020

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა...

ვრცლად
შიდა მობილობის/ სტატუსის აღდგენის მსურველთა საყურადღებოდ! 12.08.2016

შიდა მობილობის/ სტატუსის აღდგენის მსურველთა საყურადღებოდ!

შიდა მობილობის / სტატუსის აღდგენის მსურველთა განცხადებების მიღება და რეგისტრაცია განხორციელდება უნივერსიტე...

ვრცლად