სტიპენდიები, სასწავლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) და მოკლევადიანი კურსები საზღვარგარეთ - განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა თბილისი 2021 04.11.2021

სტიპენდიები, სასწავლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) და მოკლევადიანი კურსები საზღვარგარეთ - განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა თბილისი 2021

გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები. აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლებისა წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

გამოფენაზე დასწრება უფასოა!

რეგისტრაცია

გამოფენა გაიმართება ზუმის პლათფორმის (Zoom) საშუალებით, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ ნებისმიერი ადგილიდან.
გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3AiTY3F
რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში დარეგისტრირებული პირები გამოფენის წინა დღეს მიიღებენ შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას გამოფენის შესახებ.
 განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge)
 
 ჩატარების თარიღი და დრო: 2021 წლის 13 ნოემბერი; 12:00-დან 16:00-საათამდე
 
დამატებითი ინფორამცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3fOjVR7
Facebook ღონისძიება იხილეთ >> აქ <<

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენცია 21.12.2019

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენცია

2019 წლის 20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტისა და კვლევებისა და...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 25.05.2022
ვებინარი თემაზე - მოტივაციის ძალა (თვით-განვითარების მნიშვნელობა) 11.11.2020

ვებინარი თემაზე - მოტივაციის ძალა (თვით-განვითარების მნიშვნელობა)

2020 წლის 26 ოქტომბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკუ...

ვრცლად