საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში
2021 წლის 28 ოქტომბერს DAAD-ის პროექტის, ბოლონიის ცენტრის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფოკუსირებული იყო ფუნდამენტური აკადემიური ღირებულებების მზარდ მოთხოვნებზე უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA) და ბოლონიის ჯგუფის (BFUG) პოტენციურ წვლილზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის ექსპერტები როგორც საგანმანათლებლო, ისე სახელისუფლებო ორგანოებიდან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ინფორმაციის გაცვლას საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და საერთაშორისო მობილობის გაღრმავების კუთხით. დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები სამეცნიერო ფასეულობების როლზე, სამომავლო საქმიანობის პოტენციალზე, კორონავირუსის კრიზისის შედეგებზე და ურთიერთთანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდა სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი.
მსგავსი სიახლეები
დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის პროფესორი ჯასტინ პოტერი თჰუ-ში
2016 წლის 21 მაისს 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია დიდი ბრიტანეთის სამეფო სა...
ვრცლადლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს სტიპენდიების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 29 იანვარს ...
ვრცლად
